დავიჯერო უფრო კვალიფიციური იურისტი არ მოიძებნა უკრაინაში, რომ ძებნილი ადეიშვილი არ გაეგზავნათ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაძებნად?_ ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, ზურაბ ადეიშვილის ევროპის საბჭოში გამოჩენას.
“საქართველოში ყველამ რომ ვიცით, ვინ არის, რა ჩაიდინა და რითი იყო დაკავებული ზურაბ ადეიშვილი, უცბად ასეთ დამიანს რომ ევროსაბჭოში საკუთარ წარმომადგენლად გზავნი, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეს არ არის სწორი საქციელი და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობისთვის, ისედაც ძალიან გაფუჭებულია ჩვენდა სამარცხვინოდ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა. დავიჯერო, უკრაინაში უფრო კვალიფიციური იურისტი არ მოიძრბნა 44 მილიონიან ქვეყანაში, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი არ გაგზავნონ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაძებნდ?_ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.