ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოს აკადემიამ ყველა დროის ასი საუკეთესო სურათის ახალი ვერსია შეადგინა.
ეს ერთგვარი სია ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. საჩოგბურთო რეიტინგისაგან განსხვავებით ეს ნუსხა დიდი კონსერვატიულობით გამოირჩევა და ლიდერი სურათები საკუთარ პოზიციებს ათწლეულობის განმავლობაში ჯიუტად არ თმობენ.
მერამდენე წელია, შორეულ 1943 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი, “მოქალაქე კეინი” პირველობას არავის უთმობს.
უკანასკნელ ათწლეულში ამ სიაში წარმოდგენილი სურათები ადგილებს უმნიშვნელოდ იცვლიან. მაგალითად, „კასაბლანკა“ ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და ადგილი „ნათლიას“ დაუთმო.
მარტინ სკორსეზეს „გამძვინვარებული ხარი“, რომელშიც მთავარ როლს რობერტ დე ნირო ასრულებს და თავის დროზე ამისთვის „ოსკარითაც“ დაჯილდოვდა, ამჯერად მეოთხე ადგილას აღმოჩნდა. „ქარწაღებულნი“ კი მეექვსე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
ამ ნუსხაში ბოლო ათწლეულში გადაღებული სურათებიც მოხვდა, მაგრამ ისინი სადღაც ასეულის დასასრულში იმყოფებიან. მაგალითად, „ტიტანიკი“ – 89-ე, „ავატარი“ – 96-ე. გამონაკლისი მხოლოდ ორი ფილმია - „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ბეჭდის საძმო“, ამ ლეგენდარული ტრილოგიის პირველ ნაწილს ამერიკის კინოაკადემიის სპეციალისტებმა 50-ე ადგილი მიუჩინეს, 1993 წელს გადაღებულ „შინდლერის სიას“ კი– მერვე პოზიცია.
ალბათ, ასივე სურათის ჩამოთვლა დიდ დროსა და ადგილს დაიკავებს, ამიტომ პირველი ათი ფილმის დასახელებას გაგაცნობთ.
1. „მოქალაქე კეინი“ (1941)
2. „ ნათლია „ (1972 )
3. „კასაბლანკა“ (1942)
4. „გამძვინვარებული ხარი“ (1980)
5. „სიმღერა წვიმაში“ (1952)
6. „ქარწაღებულნი“ (1939)
7. „ლოურენსი არაბეთიდან“ (1962)
8. „შინდლერის სია“ (1993)
9. „თავბრუსხვევა“ (1958)
10. „ოზის ქვეყნის ჯადოქარი“ (1939)