ნიკოლოზ სამხარაძე გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე: ფაქტობრივად არავის მოგვწონს ეს კანონპროექტი, მას ხმას ვაძლევთ, იმიტომ რომ ეს არის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ნიკოლოზ სამხარაძე გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე: ფაქტობრივად არავის მოგვწონს ეს კანონპროექტი, მას ხმას ვაძლევთ, იმიტომ რომ ეს არის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება არავის მოსწონს, თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორისაა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

„ზოგადად, პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება კარგი არ არის, იმიტომ რომ გენერალური პროკურორის არჩევის ასეთ წესს ანალოგი არ მოეძებნება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში. გამონაკლისი მხოლოდ უნგრეთია, თუმცა იქაც გარკვეული ცვლილებაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არავის მოგვწონს ეს კანონპროექტი, ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევთ, იმიტომ რომ ეს არის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. შეიძლება ანომალიური იყო ჩემი განცხადება, მაგრამ ამით ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირი გაწევრიანება და თვალს ვხუჭავთ იმ იურიდიულად გაუმართლებელ ცვლილებაზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე განმარტებით, ეს ცვლილება იმოქმედებს მომდევნო 2 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დროს და შემდეგ ისევ ამოღებული იქნება საქართველოს კონსტიტუციიდან და გენერალურ პროკურორს კვლავ უბრალო უმრავლესობა აირჩევს.