ნიკოლოზ სამხარაძე: სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში 400-მდე რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი. ესაა ყველზე უტყუარი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფრონტზე

ნიკოლოზ სამხარაძე: სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში 400-მდე რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი. ესაა ყველზე უტყუარი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფრონტზე

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში 400-მდე რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი. შესაბამისად, ესაა ყველზე უტყუარი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფრონტზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაკეთებულ სადაო ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

„იმის თქმა, რომ ვთქვათ, უკრაინას გაეროში ვუჭერთ მხარს და ევროსაბჭოში - არა, ეს სრული სისულელეა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესორად გამოცხადების მიზნით დაახლოებით, 400-მდე რეზოლუციას დაუჭირა მხარი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. შესაბამისად, ესაა ყველზე უტყუარი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფრონტზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.