„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი: პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი: პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს

„[შადრევანში] იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა. ვერ გეტყვით, რას უკავშირდება [მომხდარი]. ელექტროობა დაინსტალირების დროსაც შემოწმდა და მერეც. დამატებითი, კონკრეტული კითხვები გამოძიებას დაუსვით“, - ასე უპასუხა „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

კითხვაზე, ელოდება თუ არა თავისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ლაშა ფურცხვანიძე ამბობს: „მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მაინტერესებს“.