ირაკლი კობახიძე: ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე, ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპიდან არის ყველაფრის განმსაზღვრელი

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე, ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპიდან არის ყველაფრის განმსაზღვრელი

ძალიან სასიამოვნო და ამასთანავე მართლაც ემოციური მოსასმენი იყო ოლაფ შოლცის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხედავს ევროპას ლისაბონიდან თბილისამდე ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთია დღეს ევროპელი ლიდერების განწყობა, ასეთია ერთ-ერთი მთავარი და გავლენიანი ევროპული სახელმწიფოს, გერმანიის ლიდერების განწყობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ეს ჩვენ გვაიმედებს და გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო მალე გახდება როგორც კანდიდატი ქვეყანა და ასევე, ახლო პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ევროკავშირის წევრობაზე. ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპიდან არის ყველაფრის განმსაზღვრელი და შესაბამისად, დღეს ამ გზავნილის მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.