ჩვენ ფაქტობრივად მოვიცავით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. ამაში შედის მეცნიერება, განათლება, კულტურა, სპორტი, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა და აღდგენა, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და ა.შ. ყველა ამ სფეროში ფონდ ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქვს უამრავი სხვადასხვა პროექტი და საგრანტო პროგრამა, რაშიც ჯამში დაიხარჯა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი. ეს არის უდიდესი კონტრიბუცია, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ესაუბრა.
„წარმოიდგინეთ ადამიანმა, ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შექმნა ყველაზე დიდი და ქმედითი საქველმოქმედო ორგანიზაცია, „ფონდ ქართუს“ ვგულისხმობ, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს დასჭირდა დახმარება სხვა ფორმით, უარი არ უთხრა ამაზე. უშუალოდ ჩარიცხა ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ისე, რომ ის არ აისახა „ფონდი ქართუს“ ოფიციალურ ფინანსურ დოკუმენტაციაში. ამით გარკვეულწილად მოაკლო „ფონდ ქართუს“ პორტფელს ძალიან დიდი სახსრები. ეს კარგად ასახავს მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი, ჩემი აზრით და მისი მოტივების უანგარობის ძალიან კარგი ილუსტრაციაა“, - განაცხადა ჩხეტიანმა.