ზაზა ოქუაშვილი თვლის რომ არ უნდა გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება, მაგრამ არგუმენტი იმისა, რომ არ გადაიხადოს და ამას გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი რა საკვირველია არ წარმოუდგენია , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა
„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკას შეაფაროს თავი, შეტევაზე გადავიდეს, რათა საკუთარი პოზიციები და ინტერესი დაიცვას. მოდაშია ეს ტრენდია. თუკი მორალი გაძლევს ამის უფლებას და შუბლზე ძარღვი გაგიწყდება, რა საკვირველია შეგიძლია იმ გზას მიმართო, რომელსაც მიმართა ოქუაშვილმა. ადამიანი, რომელიც მამის სიცოცხლის ბოლომდე დაობდა მასთან სასამართლოში წართმეული ქონების გამო, რასაც ედავებოდა მამამისი“, - განაცხადა ვოლსკიმ.