ჩასაფრებულები რომ ხართ და რევანში გწყურიათ...

ჩასაფრებულები რომ ხართ და რევანში გწყურიათ...

"თუ

ამ შესყიდვაში არის ინტერესთა კონფლიქტი;

კონტრაქტორ კომპანიას აკრძალული ჰქონდა ტენდერში მონაწილეობის მიღება;

ქვეკონტრაქტორ კომპანიას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა სამუშაო;

ეს არის შესყიდვების სააგენტოს დანაშაული და დასჯადია ს/ს კოდექსის შესაბამისი მუხლით.

თუ

კონტრაქტორმა კომპანიამ შეიძინა უვარგისი,

ტესტირება გაუვლელი ელ. მოწყობილობები;

ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მათი მონტაჟი და სხვა სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ

(კრიტიკული წერტილებია გაჟონვის რელე და დამიწება) და მომუშავე პერსონალი არ არის სერტიფიცირებული;

ეს არის ორივე კომპანიის დანაშაული და დასჯადია ს/ს კოდექსის შესაბამისი მუხლით.

თუ

შესრულებული სამუშაოები შეამოწმა მერიის ან სხვა ლაბორატორიამ და ვერ აღმოაჩინა ხარვეზი;

შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა ჩაატარა სერტიფიცირებულმა ბიურომ და ვერ აღმოაჩინა ხარვეზი;

ეს არის ლაბორატორიის და ექსპერტიზის ბიუროს დანაშაული და დასჯადია ს/ს კოდექსის შესაბამისი მუხლით.

თუ

ვაკის პარკის დაცვამ გამოიჩინა გულგრილობა, ვერ აღკვეთა ბავშვების ჩასვლა აუზში და ამან უმძიმესი შედეგი გამოიწვია;

დამნაშავე არის დაცვა და ეს დანაშაულიც დასჯადია ს/ს კოდექსის მუხლით.

ანუ

ყველა ამ სავარაუდო შემთხვევაში სჩანს დამნაშავე და პასუხიც მას უნდა მოეთხოვოს.

პირადად თბილისის მერის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქ არ არის.

მათ, ვინც კალაძის გადადგომას ითხოვთ მორალური

პრინციპებიდან გამომდინარე,

იცით თუ არა, შპს “ეკოსერვის ჯგუფი,” სადაც ორი ბავშვის გადამრჩენელი,ვაკის პარკის უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი მუშაობს,

100%-ით ეკუთვნის და დამფუძნებელია თბილისის მერია?

აქ,ამ კადრის დანიშვნის შემთხვევაში რას იტყვით კალაძის მორალურ პასუხისმგებლობაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაზით გაგუდვის შემთხვევაში მოითხოვეთ თუ არა, პრეზიდენტის გადადგომა?

მიცვალებულების,ჯიხურზე შემოდების დროს თუ მოითხოვეთ შს მინისტრის გადადგომა?

და რამდენ ასეთის შემთხვევაში…

რა გინდათ სთქვათ,მორალური მხარე ხან გაწუხებთ და ხან-არა?

ჩასაფრებული რომ ხართ და რევანში გწყურიათ, ელოდებით როდის რა ტრაგედია მოხდება და გლოვის დროს აქციებს აწყობთ, მაშინ სად არის თქვენი მორალი?

ყალბია,თქვენი მორალი, გლოვაც და თვითონაც ყალბები, მოხორხოცე გიენები ხართ!

არავის სასწავლებელი არ სჭირს კალაძეს, ჯერ გამოძიება დამთავრდეს და თვითონ იტყვის სათქმელს.

არაგველი641 კარგი ნათქვამია!
1 წლის უკან