ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და ეს უსამშობლო ადამიანებს არ მოსწონთ

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და ეს უსამშობლო ადამიანებს არ მოსწონთ

„უსამშობლო ადამიანებისთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ვიღაც ქართულ საქმეს აკეთებს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლების განცხადებების პასუხად, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ.

„ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და ეს არ მოსწონთ მათ, რადგან ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. მათთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ვიღაც აკეთებს ქართულ საქმეს და განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ, ამ კუთხით, განსაკუთრებით ბევრს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის აბსოლუტურად უსაფუძვლო ეპითეტები, რომლებსაც ისინი [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] იყენებენ. ეს პირდაპირ მათ უსამშობლობას უნდა მივაწეროთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.