ირაკლი კობახიძე: არც უკრაინული და არც ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის

ირაკლი კობახიძე: არც უკრაინული და არც ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერცერთი კრიტერიუმის მიხედვით ვერ დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

„ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსები, რაღაცაზე მეტი, და რომელსაც აქვს პოლიტიკაზე გავლენა. ეს არის ორი არსებითი კრიტერიუმი. შეიძლება, სხვა კრიტერიუმზეც ვისაუბროთ, მაგრამ ორი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ესაა. თუ ჩვენ ამ კრიტერიუმებს გავყვებით, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი, არც უკრაინული და არც ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ოლიგარქი არ არის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე „იმედის კვირასთან“ საუბრისას.