ვინც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, კახა კალაძის წინააღმდეგ, პოლიტიკური სპეკულაციისთვის თვალთმაქცურად იყენებს, რომელიც თავად დაზაფრული და შეძრულია, ყოვლად უზნეო ადამიანია _ ამის შესახებ პროფესორი, ირაკლი ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თორმეტი წლის შვილიშვილის ბაბუა ვარ. არ იცით, როგორ დავიზაფრე იმ ტრაგედიით რაც მოხდა ვაკის პარკში და როგორ მივიტანე ეს გულთან ახლოს. მაგრამ ვინც ამ საშინელ ტრაგედიას თვალთმაქცურად იყენებს პოლიტიკური სპეკულაციისთვის კახა კალაძის წინააღმდეგ, რომელიც თავად დაზაფრული და შეძრულია, ყოვლად უზნეო და წაშლილი ადამიანები არიან. ღმერთმა შეუნდოს მათ ასეთი ღვარძლი და ფარისევლობა!”_ წერს ირაკლი ბათიაშვილი.