“კიმ კარდაშიანს აეჭვიანებს” – ვინ არის ქანიე უესტის ახალი მეგობარი ქალი – 45 წლის რეპერი 24 წლის მოდელს ხვდება

“კიმ კარდაშიანს აეჭვიანებს” – ვინ არის ქანიე უესტის ახალი მეგობარი ქალი – 45 წლის რეპერი 24 წლის მოდელს ხვდება

ამერიკელი რეპერი, ბიზნესმენი და დიზაინერი ქანიე უესტი კვლავ უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრშია.

ოღონდ ამჯერად არა მისი ექსცენტრული სტილის, ან სოციალური უთანხმოებების, არამედ პირადი ცხოვრების გამო.

რეპერი 24 წლის მოდელს, ჯულიანა ნალუს ხვდება. პაემანზე ახალი ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ ლოს ანჯელესშის ქუჩებში შენიშნეს.

სოციალურ მედიაში აღნიშნავენ, რომ ქანიეს ახალი ურთიერთობა მხოლოდ პიარისთვის არის გათვლილი, სინამდვილეში კი რეპერს კვლავ ყოფილ მეუღლესთან აქვს ინტერესები.