ბრიტანელმა მხატვარმა ახალი პროექტის ფარგლებში თავისი ნახატების დაწვა დაიწყო

ბრიტანელმა მხატვარმა ახალი პროექტის ფარგლებში თავისი ნახატების დაწვა დაიწყო

ლონდონში, გალერეაში Newport Street Gallery ბრიტანელი მხატვრის, დემიენ ჰირსთის გამოფენა „ვალუტა“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ის ათასობით თავის ნამუშევარს წვავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპოზიცია ჰირსთის NFT პროექტის ნაწილია, რომელიც მან ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ამისთვის მან 10 ათასი ნახატი შექმნა, შემდეგ კი მყიდველებს, რომლებმაც NFT შეიძინეს, არჩევანი მისცა - ნამუშევრის ფიზიკურ ასლზე გადაცვლა ან ელექტრონული ვერსიის შენარჩუნება. იმ ნახატებს, რომელთა მფლობელებმაც NFT-ს შენარჩუნება გადაწყვიტეს, ჰირსთი წვავს. პროექტი 9 სექტემბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდება.

„ეს პროექტი ხელოვნებისა და ვალუტის საზღვრებს იკვლევს - როდესაც ხელოვნება იცვლება და ვალუტა ხდება და როდესაც ვალუტა ხდება ხელოვნება. დამთხვევა არ არის, რომ სახელმწიფოები ხელოვნებას იყენებენ მონეტებსა და კუპიურებზე. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ფულის გწამდეს. ხელოვნების გარეშე რთულია რაღაცის გვწამდეს“, - ამბობს მხატვარი.

NFT ფიზიკურ ასლზე 5 149 მყიდველმა გადაცვალა, 4851-მა კი NFT-ს შენარჩუნება არჩია.