თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი: 1993 წელს დაბადებული რომან ნ. და 1993 წელს დაბადებული ირაკლი ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა რომან ნ. თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 8 ვაზნით ამოიღეს. ირაკლი ქ. კი ბერბუკის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მისი ბინიდან „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 6 ვაზნით ამოიღეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).