კენეტ ბრანა ერკიულ პუაროს როლს მესამედ შეასრულებს

კენეტ ბრანა ერკიულ პუაროს როლს მესამედ შეასრულებს

კენეტ ბრანა ერკიულ პუაროს როლს უბრუნდება. ამის შესახებ Variety წერს.
 
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი ცნობილ დეტექტივს თრილერში „მოჩვენება ვენეციაში“ განასახიერებს. მასთან ერთად სურათში ჯეიმი დორნანი, ტინა ფეი, მიშელ იეო და ჯუდ ჰილი ითამაშებენ. სურათს საფუძვლად დაედება აგათა კრისტის რომანი „წვეულობა ჰელოუინზე. სიუჟეტის მიხედვით, პენსიაზე გასული პუარო სპირიტიზმის სეანსს ესწრება, სადაც ერთ-ერთ სტუმარს კლავენ.
 
გადაღებები 31 ოქტომბერს დაიწყება. მთავარ როლთან ერთად ბრანა სურათის რეჟისორიც იქნება.
 
ბრანამ პუაროს როლში უკვე ორ ფილმში შეასრულა: „მკვლელობა „აღმოსავლეთ ექსპრესში“ (2017) და „სიკვდილი ნილოსზე“ (2022).