იშვიათი, 11.15-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, სახელწოდებით „უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავი“ Sotheby’s-ის მიერ ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონზე რეკორდულ ფასად, $49.9 მილიონად გაიყიდა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
სააუქციონო სახლის მიერ შემოთავაზებული საწყისი ფასი $21 მილიონი იყო. საბოლოო ჯამში, ბრილიანტს შტატ ფლორიდის მკვიდრი კოლექციონერი დაეუფლა.
ყველანაირი გადასახადების ჩათვლით, „უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავის“ საბოლოო ფასმა $57.7 მილიონი შეადგინა. ამგვარად, ერთი კარატის ღირებულება დაახლოებით $5.17 მილიონით განისაზღვრა, რაც რეკორდულად მაღალი ფასია. ბრილიანტის შეძენის შემდეგ, კოლექციონერს ქვისთვის „როსებნერგ-უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავის“ (ინგლ. Rosenberg Williamson Pink Star) დარქმევა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და ბრილიანტს არსებული სახელწოდება შეუნარჩუნა.