შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისშედეგად განზრახ მკველობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავეს.
დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1991 წელს დაბადებული თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევისადგილიდან მიიმალა. თორნიკე ხიზანიშვილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზურაბ კ. დანაშაულის ჩადენიდიან რამენიმე საათში დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2ნაწილებით).