ცოტა ხნის წინ რუსულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა რომ საქართველოს ეროვნული გუნდისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშე ჯანო ანანიძე კლუბ „ურალში“ გადასვლას გეგმავდა.
ჯანოს „სპარტაკში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია. ამ მიზეზით, რუსული „სახალხო გუნდის“ ხელმძღვანელობამ მისი ერთი წლით იჯარით გაშვება მოისურვა.
პირველი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ „სპარტაკის“ უფროსობამ ქართველის დატოვება მაინც გადაწყვიტა. ანანიძემ თავისი გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე საკონტროლო ამხანაგური შეხვედრა ითამაშა.
გუშინ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. აღმოჩნდა რომ 20 წლის ჯანო კლუბს დროებით მაინც შეიცვლის და მომავალ სეზონს „როსტოვში“ გაატარებს.
ცნობილი გახდა, რომ ქართველი „სპარტაკს“ ზამთარში ან მომავალი წლის ზაფხულში დაუბრუნდება.