ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯოლი ამტკიცებს რომ ყოფილმა ქმარმა მასზე და მათ ბავშვებზე ფიზიკურად და ემოციურად იძალადა. სასამართლოში შეტანილი სარჩელის საბუთებში დეტალურად არის აღწერილი ჩხუბი, რომელიც, ჯოლის მტკიცებით 2016 წელს მოხდა.

მსახიობის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის, პიტი და მათი 6 შვილი საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში თვითმფრინავით მიემგზავრებოდნენ. ჯოლი ამბობს, რომ კონფლიქტი ოჯახის აეროპორტში ჩასვლამდე დაიწყო. პიტი ერთ-ერთ ბავშვს დაუპირისპირდა, როდესაც დედამ ამის მიზეზის გარკვევა სცადა, ქმარმა ის შვილებისადმი გადამეტებულ პატივისცემაში დაადანაშაულა. კონფლიქტი თვითმფრინავის ბორტზე გაგრძელდა, სადაც პიტმა ჯოლის ხელი კრა, ერთ-ერთი ბავშვის დახრჩობა სცადა, მეორეს კი სახეში დაარტყა, ამის შემდეგ კი ცოლსა და შვილებს ლუდი და ღვინო გადაასხა. 5 დღის შემდეგ ჯოლიმ განქორწინების პროცედურა დაიწყო.

ბრედ პიტს ან მის ადვოკატებს სარჩელზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.