ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო ახალ ბიოგრაფიულ ფილმში გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის როლს შეასრულებს. ამის შესახებ DW წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმზე საპროდიუსერო კომპანია Paradox-ი იმუშავებს, რომლის ერთ-ერთი მფლობელი სწორედ ლეტოა. ამ ეტაპზე სურათს რეჟისორი ჯერ არ ჰყავს.
CHANEL-ის დიზაინერი კარლ ლაგერფელდი 2019 წელს, 85 წლისა გარდაიცვალა.