რა რაოდენობის ღვინოც არ უნდა მიირთვათ, მეორე დილით თავის ტკივილი არ შეგაწუხებთ. ღვინო, რომელიც კანადელმა მეცნიერებმა შექმნეს, არ შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომელიც ნაბახუსევის ეფექტს იწვევს.
როგორც კანადური მას-მედია იუწყება, ამ ქვეყანაში შექმნილი ახალი ღვინო არ შეიცავს ამინებს, რომლებიც თავის ტკივილის მიზეზი ხდება. კანადელებმა ამინების განეიტრალება ახალი ღვინის საფუარის გამოყენებით შესძლეს.
ახალმა ღვინომ კანადელი და ამერიკელი ექსპერტების დადებითი შეფასება უკვე დაიმსახურა.
ექსპერტთა ნაწილი შიშობს, ახალ ღვინოში გამოყენებული საფუარი ხომ არ არის გენმოდიფიცირებული. მართალია, კანადელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ საფუარი გენმოდიფიცირებული არ არის, ოპონენტები მაინც ხელახალ დეტალურ შემოწმებას ითხოვენ.