მამაკაცები, რომლებსაც მაღალი ინტელექტუალური მონაცემები გააჩნიათ, მეუღლეებს იშვიათად ღალატობენ. ამერიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ასეთ დასკვნამდე მივიდა ლონდონის ეკონომიკური სკოლის მეცნიერთა ჯგუფი.
„მრავალცოლიანობამ Homo Sapience-ს საშუალება მისცა, გენეტიკური განსაკუთრებულობა შეენარჩუნებინა, მაგრამ ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ამის აუცილებლობა აღარ არსებობს.
მართალია, ბევრი მამაკაცი დღესაც არ იკავებს თავს, რაც შეიძლება მეტი შთამომავალი დატოვოს პლანეტაზე, მაგრამ ისინი შედარებით დაბალი ინტელექტის მქონე მამაკაცები არიან. ერთგულება და ერთცოლიანობა მაღალი ინტელექტუალური მონაცემების მქონე მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი“, - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სატოში კანაზავამ.
რაც შეეხება ქალებს, მათი ერთგულების დონე ინტელექტუალური შკალის მაჩვენებლით ნამდვილად არ განისაზღვრება.
„იმის მტკიცება, რომ ჭკვიანი ქალი იმავდროულად ერთგული მეუღლეც არის, კვლევის შედეგებით არ დასტურდება“, - აცხადებენ ლონდონის ეკონომიკური სკოლის მეცნიერები.