ევროპიდან დაბრუნებულმა მეუფე იაკობმა პირველი ქადაგება ჩაატარა და ომის თემას შეეხო:
“რუსი რომ ოკუპანტი იყო და ოკუპაცია ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის, ყველამ ვიცით, მაგას ვინ დამალავს. მაგრამ შეხედეთ მეორე მხარეს რა ხდება, ვისთანა სოლიდარობა გვქონდა, ეს უკრაინა იყო თუ დანარჩენი მსოფლიო, რა ხდებოდა იქ. იქ ხდებოდა ის, რომ როდესაც ევროკავშირში მიღების კანდიდატობაზე იყო საუბარი, რამოდენიმე ბალტიისპირელი გამოვიდა, დღევანდელი ევროპარლამენტის დეპუტატი და როგორ გვებრძოდა, ასევე მინისტრის მოადგილე უკრაინიდან, საქართველო არ უნდა მიიღოთო იაძახოდა. ომში ბევრი ფულს შოულობს, ომი დამთავრდება და ნახავთ რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, მილიარდელი გახდა. ,, – განაცხადა მეუფემ.