ევროპიდან დაბრუნებულმა მეუფე იაკობმა პირველი ქადაგება ჩაატარა, მან ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ ერმა მათ უარი არა მხოლოდ არჩევნებზე, არქმედ საქციელით არაერთხელ უთხრა უარი.
“ეკლესია ყოველთვის ვამბობთ, რომ შევრიგდეთ. შეხედეთ ერთიდაიგივე ძალაა, რომელიც სხვა ძალებს ეფარება. თორემ რამდენი პოზიცია და ოპოზიციაა, ოპოზიციიდან რამდენი ებრძვის საქართველოს, გარეთ გადის და იძახის რომ ჩვენი ქვეყანა არ მიიღონ. მე იმას გეუბნებით რაც უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებისგან ვიცი . გადიან და კიდევ იმას ლაპარაკობენ რომ ინვესტიციები არ ჩაიდოს საქართველოში თითქოს მაგით ელოდებიან რომ მოვლენ სათავეში, სად მოხვალ რა? ერმა მაშინ ერთ არჩევმებზე კი არ გითხრათ უარი, ზოგადად საქციელით გითხრათ უარი”, – განაცხადა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.