პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ღვინის დღეების ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ღვინის დღეების ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის - "ღვინის დღეები საქართველოში"

ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წინანდალს ეწვივნენ. ელჩებმა წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთვლის ტრადიცია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.