ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ბრიუს უილისმა ქალაქ ნიუ-იორკში ღვინის ბარი გახსნა.
ეს ბარი “Manhattan's Bowery Wine Company”-ის სისტემის ქსელისაა.
ბარის გახსნის წინ უილისმა თავისი მეგობრებისათვის დახურული საღამო გამართა. მსახიობმა ბარმენის პროფესია ჩინებულად აითვისა და ახლობლებს თავად მოემსახურა.
ბრიუს უილისის ბიზნეს-პარტნიორი კრის სილეო მათ დაწესებულებას ახასიათებს როგორც ბარს საუკეთესო ღვინის მოყვარულთათვის. მისტერ სილეო დარწმუნებულია, რომ ეს ბარი მანჰეტენის ელიტის საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება.
სადეგუსტაციო ღვინის სხვადასხვა სახეობებთან ერთად, ბრიუს უილისის ბარში სათანადო “მისაყოლებლები” და დესერტებიც ექნებათ.