ბადურაშვილი-კუტალაძის ოჯახურ გარჩევას, რომელიც მთელი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა, არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, რომელიც ნინის მეჯვარე გახლდათ.
- "შენ იდიოტო, რეებს ლაპარაკობ. აი, ამაზე კრეტინი კაცი ცხოვრებაში არ შემხვედრია", - ქეთას სიტყვების ციტირებას ახდენს life.mediamall.ge კედელზე.
არანაკლებ მძაფრი რეაქცია ჰქონდა გავრცელებული ინფორმაციის მიმართ მაია დარსმელიძეს: "წავიკითხე ეს ამაზრზენი სტატია, რომელსაც დაუზარებლად აშეარებს მთელი თბილისი...
რა ვთქვა, შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მამაკაცის მხრიდან ასეთმა საქციელმა; ამ ბინძური ინტერვიუს გამომქვეყნებელმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა; ბოროტმა კომენტატორებმა...
ძალიან მაინტერესებს, ვის სჯერა, რომ ნინისნაირ ახალგაზრდა, ლამაზ და წარმატებულ ქალს გაუჭირდებოდა კანონიერი ქმრის ან შვილის ყოლა?..
რაც ყველაზე საინტერესოა, ირაკლი კუტალაძეს მასზე გამოქვეყნებული ყველა ნიუსი და ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე აქვს გაზიარებული. კომენტარები აქაც არაერთგვაროვანია".
მანამ, სანამ თბილისი წყვილის სკანდალურად დასრულებულ ურთიერთობაზე ლაპარაკობს, ირაკლი კუტალაძე მილოცვებს იღებს - დღეს ის იუბილარია.