ჩვენ გვაქვს დეოლიგარქიზაციის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ყველა იმ რეკომენდაციას მოიცავს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ ჩვენთვის მოცემული,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
„დეოლიგარქიზაციის საკითხშიც „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას რაღაც გარე ფასადი იმისი, რომ დემოკრატიობანას თამაშობს. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს და გათვალისწინებულია ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ საკითხთან დაკავშირებით აქვთ ჩვენთვის მოცემული“,- აღნიშნა ანა წითლიძემ.
დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.