უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ვინმე ჩრდილიდან არ მართავდეს პოლიტიკას, სამართლიანი სასამართლოს არსებობაა აუცილებელი.
"ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ჯერ ერთი, ეს უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ოპოზიციას რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში რომ არიან იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება. ჩვენ თუ მართლმსაჯულების სისტემა გვექნება ნორმალური, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება ის, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას. ეს კი იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას,"- განაცხადა ელისაშვილმა.