დაიან კრუგერი ახალ სერიალში ცნობილი გერმანელი მსახიობისა და მომღერლის, მარლენ დიტრხის როლს შეასრულებს. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუს რეჟისორი ფატიჰ აკინია. სერიალში მხოლოდ 5 სერია იქნება, სცენარი კი დიტრიხის ქალიშვილის, მარია რივას წიგნზე „ჩემი დედა მარლენი“ იქნება დაფუძნებული.
მთავარი როლის შესრულებასთან ერთად კრუგერი შოუს აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციასაც შეითავსებს.