უცნობი არნოლდი

უცნობი არნოლდი

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მას-მედიამ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორისა და პოპულარული მსახიობი არნოლდ შვარცენეგერის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ერთგვარი სიურპრიზი მოუწყო.

ჟურნალისტებმა არნის ბიოგრაფია საგულდაგულოდ გადაქექეს და დღის სინათლეზე არაერთი საყურადღებო ფაქტი გამოიტანეს. ქვემოთ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

ბავშვობაში შვარცენეგერს მამა ხუმრობით “კონკიას” ეძახდა.

ახალგაზრდა არნი ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა ეკონომიკას და მენეჯმენტს კალიფორნიისა და ვისკონსინის უნივერსიტეტებში.

19 წლისამ მიუნხენში პირველი საკუთარი სპორტული დარბაზი გახსნა.

ჯერ კიდევ კარიერის დაწყებამდე, არნიმ ხელი მოჰკიდა უძრავი ქონებით ვაჭრობას და მილიონერი გახდა.

ის გახლდათ ჯორჯ ბუშ-უფროსის ინსტრუქტორი ფიტნესში.

მისი ერთადერთი ძმა მაინჰარდი ავტოკატასტროფაში დაიღუპა 1971 წელს.

კინოში მისი დებიუტი შედგა 1970 წელს, ფილმით “ჰერკულესი ნიუ-იორკში”.

1991 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი ფილმით “შობა კონექტიკუტში”.