ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში ტრადიციული „გლასტონბერის“ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა საპატიო სტუმრად პოპულარული ჯგუფი „The Rolling Stones” მიიწვიეს.
საინტერესოა, რომ მიკ ჯაგერი და მისი კოლეგები ჯგუფის არსებობის 50 წლის განმავლობაში „გლასტონბერიზე“ პირველად გამოვიდნენ.
მუსიკოსები სცენაზე 30 ივნისს ავიდნენ. მათ გამოსვლას 100 ათასი ადამიანი დაესწრო.
კონცერტი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და დიდ ბრიტანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
მიკ ჯაგერმა, კიტ რიჩარდსმა, რონი ვუდმა და ჩარლი უოტსმა ჯგუფის შემდეგი პოპულარული კომპოზიციები შეასრულეს: “Miss You”, “Midnight Rambler”, “2000 Light Years”, “Start Me Up”, “Tumbling Dice”, “Brown Sugar”, “You Can’t Always Get What You Want” და “I Can’t Get No Satisfaction”.