დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი 2 მილიარდი წლის წინ დაეჯახა და მისი დიამეტრი 25 კილომეტრი იყო

დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი 2 მილიარდი წლის წინ დაეჯახა და მისი დიამეტრი 25 კილომეტრი იყო

ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე ხეც კი არ არსებობდა და პლანეტაზე მხოლოდ ერთუჯრედიანი ორგანიზმები სახლობდნენ გიგანტური ასტეროიდი ჩამოვარდა. ეს ასტეროიდი ყველაზე დიდია მათ შორის, რომელიც კი ოდესმე ჩვენს პლანეტას დაჯახებია. შეჯახება დღევანდელ იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში მოხდა.

შედეგად წარმოიქმნა 280 კილომეტრს კრატერი. თავიდან მიიჩნეოდა, რომ ამ ასტეროიდის დიამეტრი 15 კილომეტრი იყო. თუმცა, როჩესტერის უნივერსიტეტის ახალი კვლევა გვეუბნება, რომ რეალურად ასტეროიდის დიამეტრი 25 კილომეტრი იყო.

მკვლევრებმა გამოიყენეს ინოვაციური მეთოდი ასტეროიდის ზომის გამოსათვლელად. მათ აღმოაჩინეს, რომ 15 კილომეტრიანი დიამეტრის მქონე ასტეროიდი შეჯახებისას 172 კილომეტრიან კრატერს წარმოქმნიდა, იმისთვის რათა 280 კილომეტრის კრატერი გაჩენილიყო ასტეროიდი ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო.

საინტერესოა ჩიქსულუბუს კრატერის შემთხვევაც. ითვლება, რომ დინოზავრების მასობრივი გადაშენების მიზეზი 10 კილომეტრიანი დიამეტრის მქონე ასტეროიდია. სწორედ მან წარმოშვა ჩიქსულუბუს კრატერი. ასტეროიდმა 66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცენარეთა და ცხოველთა სახეობების 75 პროცენტი გაანადგურა.

თუმცა, 2 მილიარდი წლის წინ, როდესაც დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩამოვარდა პლანეტაზე სიცოცხლე დიდად არ იყო გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ვრედეფორტის ზემოქმედება უფრო დიდ გავლენას მოახდენდა გლობალურ კლიმატზე, ვიდრე ჩიქსულუბუ.

ასტეროიდის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მტვერი დაბლოკავდა მზეს და ეს ათწლეულები გაგრძელდებოდა. მზისგან დამცავი ეს "საშუალება" გამოიწვევდა დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის მნიშვნელოვნად გაციებას. ხოლო როდესაც მტვერი გაქრებოდა, დარტყმის შედეგად გამოსხივებული ნახშირორჟანგი, თავის მხრივ, გამოიწვევდა პლანეტის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მატებას.

ასეთი მასშტაბებისა და პერიოდის ზემოქმედება მნიშვნელოვანია 2 მილიარდი წლის წინ დედამიწის გეოგრაფიული განლაგების გაგების გასაღრმავებლად. გარდა იმისა, რომ გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ გამოიყურებოდა პლანეტა 2 მილიარდი წლის წინ, ამ ზომის ზემოქმედების გააზრება მკვლევრებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ სხვა დიდი პლანეტარული ზემოქმედებები და შეაფასონ მომავალი შეჯახების პოტენციური ეფექტები.