ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის დღეებში მსოფლიოს სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კლუბი „კორინთიანსის“ ნახევარმცველი პაულინიო კარიერის გაგრძელებას ბრიტანულ „ტოტენჰემში“ აპირებდა.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში ბრაზილიურ გამოცემებში ახალი ინფორმაცია გამოჩნდა. აღმოჩნდა რომ კონფედერაციათა თასზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ პაულინიოს მთხოვნელთა რიგები დაუდგა და ფეხბურთელმა გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე მოითხოვა.
პელეს თანამემამულეს დიდი ხნის ფიქრი არ დასჭირვებია. რამდენიმე საათის წინ გამოცემა „Globoesporte” ფეხბურთელს ესაუბრა. პაულინიომ განაცხადა რომ არჩევანი მაინც „ტოტენჰემზე“ შეაჩერა.
ბრაზილიურ მას-მედიას „კორინთიანსის“ სპორტული დირექტორი რობერტო დი ანდრადეც ელაპარაკა. მისი ინფორმაციით, პაულინიო 20 მილიონ ევროდ გაიყიდება. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ნახევარმცველი ლონდონში ჩაფრინდება და ახალ გუნდთან ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.