ელენე ხოშტარია: „ოცნებას“ მოვიშორებთ და პერსპექტივა გვექნება, ან არ მოვიშორებთ და დავრჩებით რუსულ სანაგვეზე

ელენე ხოშტარია: „ოცნებას“ მოვიშორებთ და პერსპექტივა გვექნება, ან არ მოვიშორებთ და დავრჩებით რუსულ სანაგვეზე

ბუქარესტის გადაწყვეტილება სამომავლო წევრობაზე, ეხებოდა უკრაინას და საქართველოს ერთად. “ოცნებამ” იქამდე მიგვიყვანა, რომ ეს პაკეტიც ირღვევა_ ამის შესახებ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

“ნატოს და ევროკავშირის შექმნამ ევროპაში მშვიდობა მოიტანა ათწლეულები.ამ რეგიონში ნატოს და ევროკავშირის გაფართოვებაც მოიტანს მშვიდობას და განვითარებას.

ბუქარესტის გადაწყვეტილება სამომავლო წევრობაზე, ეხებოდა უკრაინას და საქართველოს ერთად. “ოცნებამ” იქამდე მიგვიყვანა, რომ ეს პაკეტიც ირღვევა.

“ოცნება” კიდევ ერთ ისტორიულ დანაშაულს სჩადის, როცა ნატოს გაფართოვების ამ ტალღის მიღმა ვართ.

ან მოვიშორებთ ამათ და პერსპექტივა გვექნება ან არ მოვიშორებთ და დავრჩებით რუსულ სანაგვეზე”_ წერს ხოშტარია.

Aburjga Tasmanieli ქართულის მასწავლებელი - ხოშტარია, დატოვე კლასი და მოიყვანე მშობელი მამა! სანამ არ მოიყვან მანამ კლასში არ დაიშვები!
2 წლის უკან