პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული .. დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა .. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126- პრიმა და 381- პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დოი მაგ ქალმა სადამდე მიიყვანა ეს კაცი,არა და როგორ უყვარდა და პატივს სცემდა...არ შეიძლება მეორე მხარესაც რაიმე ბრალი დაედოს?!
2 საათის უკან
KAB არ არის სასურველი ასეთი ამაგდარი კაცის დაკავება, რამაც მის დამსახურებულ ავტორიტეტს ზიანი შეიძლება მოუტანოს. გაცილებით მოქნილად უნდა მოქმედებდეთ ასეთ, პოტენციურად რეზონანსულ შემთხვევებში.
2 საათის უკან