უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო, აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო, აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო, აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ახალი ეკონომიკური სანქციები ასობით რუს ოფიციალურ პირსა და კომპანიას შეეხება. სანქციები ასევე შეეხება რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს.

კერძოდ, სანქციები დაუწესდება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს 169 წევრს.

სასანქციო სიაში ასევე მოხვდა ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი.

დღეს კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ანექსირებული ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.