გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა სოცქსელით ვრცელდებოდა, ყალბია

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა სოცქსელით ვრცელდებოდა, ყალბია

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - თბილისში, თავისუფლების მოედანზე ვითომდა რუსული აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერები არ შეკრებილან და არც აპირებდნენ შეკრებას. ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა ერთ-ერთი Telegram-არხით, შემდეგ კი სოციალური ქსელით ვრცელდებოდა, ყალბია.

არარსებული აქციის დაგმობით და პარალელურად პროვოკაციული შეკრების პოპულარიზაციით, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები მალევე დაკავდნენ და კონტრაქციაც დააანონსეს. თუმცა გუშინ ქრონიკის მიერ „ფეიკ“ აქციის მიზნებისა და სქემის გაშიფვრის შემდეგ, სპეციალურად შექმნილ გვერდზე აქტიურობა შეწყდა.

სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ მსგავსი მანიპულაციები, რომელსაც გარკვეული ჯგუფები სოცქსელებით მიმართავენ, საზოგადოების განწყობაზე ზემოქმედების მცდელობაა.

„აქ ორი მიზანი ვერ იქნება, ერთადერთი მიზანი აქვთ - პროვოკაცია, სახალხო მღელვარება, პროვოკაციაზე ვიღაცების წამოკიდება და ქვეყნის არევა. საბოლოო ჯამში ისევ მივდივართ ომში ჩართვამდე“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„სირცხვილიასთან“ დაკავშირებული პირის მიერ გავრცელდა და შემდეგ სოცქსელებში გაზიარდა, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, რათა საზოგადოებაში შემოიტანონ სიმძაფრე, ხალხში ამ დეზინფორმაციით გააღვივონ უკმაყოფილება და აგრესია“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.