სტოლტენბერგი ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე: ნატოს კარი ღიაა - ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს

სტოლტენბერგი ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე: ნატოს კარი ღიაა - ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს

ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადზე კითხვის საპასუხოდ.

„ნატოს წევრი ქვეყნები აფასებენ და პატივს სცემენ ამ უფლებას. ჩვენც ადრეც გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, ნატოს კარი ღიაა. ნატოს ღია კარის პოლიტიკა დავამტკიცეთ ბოლო წლებშიც. მადრიდში ნატოს სამიტზე ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თავად გადაწყვიტოს, უსაფრთხოების როგორი მექანიზმები სურს. გადაწყვეტილება წევრობაზე [ნატოს] ყველა წევრმა ერთად უნდა მიიღოს და ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ კონსენსუსით. ახლა ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ უკრიანისთვის დახმარების აღმოჩენაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.

Aburjga Tasmanieli კარიც დაკეტილია და ჭიშკარიც! ღიაა გარეთ ღობეზე ჩამოკიდებული საფოსტო ყუთის ჭრილი. თუ გამოსულელდი მიხვალ და ჩააგდებ განცხადებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე,არავინ დაგიშლის! Вот и все! მაგრამ შემდეგ სახლისკენ მიმავალს, სადმე ტყეში ბილიკი თუ გაქვს გასავლელი და ახალგამოღვიძებული დათვი შემოგეყარა ბოლო რაც გაგახსენდება ქართული ანდაზაა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!
2 წლის უკან