ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია წლის ბოლოსთვის ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს.
„თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა ცალკეული სექტორების სიძლიერეზე მეტყველებს. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლებში საქართველომ შეძლოს მრავალპროფილურად ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ის არ მოდიოდეს დომინანტური დოზით, მაგალითად, მხოლოდ საფინანსო ან ტურისტულ სექტორზე“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად, ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.