წიგნების ონლაინ მაღაზიაში შეძენა ყველაზე მოსახერხებელი veli.store-ზეა

წიგნების ონლაინ მაღაზიაში შეძენა ყველაზე მოსახერხებელი veli.store-ზეა

თქვენი ჰობი წიგნების კითხვაა და მუდამ ახლის, მუდამ საინტერესოს ძიებაში ხართ? ალბათ ასეთ დროს, ბესთსელერების, ახალი გამოცემების საუკეთესო საძიებო ფორმა, განსაკუთრებით თუ დღის განმავლობაში საკმაოდ დაკავებული ხართ, წიგნების ონლაინ მაღაზიაში ძიებაა. იქ სადაც მუდამ ახალი, განსხვავებული, საინტერესო და გამორჩეული საკითხავების ყიდვას მოახერხებთ.

წიგნების ასეთ მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან არჩევანს, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, veli.store-ზე აღმოაჩენთ. სხვა წიგნების ონლაინ მაღაზიებისგან განსხვავებით, veli.store -ზე უამრავ წიგნთან ერთად, უამრავ კითხვისთვის საჭირო აქსესუარებსაც შეარჩევთ, როგორებიცაა წიგნაკები, გამადიდებელი მინისა და მაგნიტის სანიშნეები, სახაზავები, დასამაგრებელი და დასაკეცი ლამფები, წიგნის სანათები, საკითხავი ტაიმერები, წიგნის დამჭერები და სხვა.

ველიზე შესაძლებელია ბავშვების ადრეული განვითარებისთვის საჭირო, სპეციალური წიგნების შერჩევა, ფერების, ფიგურების, ცხოველების, სიტყვების, ანბანის, ციფრებისა და რიცხვების, შეკრებისა და გამოკლების, მსოფლიო დროშების, ზოგადად გეოგრაფიის და დიფერენცირებული ასაკის შესაბამისად 0-2, 3-5, 6-8, 9-12, 13+ სხვადასხვა შემეცნებითი წიგნების შეძენა. თუ თქვენი შვილი სკოლის მოსწავლეა და დამატებით კლასგარეშე წიგნებს ეძებთ, დამხმარე სახელმძღვანელოების სახით მათემატიკის თავსატეხები, ლექსებიანი ანბანი, შეკრება - გამოკლების სასწავლო წიგნების და სხვა მრავალი საკითხავის შეძენა შეგიძლიათ.

თავგადასავლები, ფენტეზი, ქართული და მსოფლიო ხალხთა ზღაპრები, წრიპა ბიჭის დღიურები, ენიდ ბლაიტონის წიგნები ბავშვებისთვის, ადაპტირებული ინგლისურებოვანი ლიტერატურა და სხვა, მოკლედ veli.store-ზე პატარებისა და თინეიჯერებისთვის მრავალფეროვანი არჩევანია.

ველი სთორზე პრემია საბას 2022 წლის გამარჯვებული წიგნების შეძენაც შეგიძლიათ, როგორიცაა რატი რატიანის მკვლელობა სადგურის უბანში, ლელა სამნიაშვილის ავირეკლოთ, რუსუდან გორგილაძის დიქტატურის გემო და სხვა. გარდა ამისა, ველიზე შეხვდებით თანამედროვე ქართველი ავტორების სხვადასხვა წიგნებს. მათ შორის, ასტრალის სული, დაშლა, აღმოსავლეთით, ვარდის სურნელი, ძველი ფურცლიდან, უხილავი თამაში, გათვლა, წავა წავა წავა, ჯინსების თაობა, ანგელოზთა საკითხავი, დედის ოთახი და ასობით სხვა საინტერესო წიგნი.

უამრავი წიგნების ონლაინ მაღაზიისგან განსხვავებით, veli.store-ზე საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკული მიტანის სერვისია. წიგნები შეძენიდან მხოლოდ 3 საათში შეგიძლიათ მიიღოთ თბილისსა და მის გარშემო 13 ლოკაციაზე, თანაც უფასოდ.