კელი დეგნანი: აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ლუკაშენკოს მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ

კელი დეგნანი: აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ლუკაშენკოს მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ

აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელს რეგიონში მშვიდობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“.

დეგნანის თქმით, აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ.

„მინდა ხაზი გავუსვა ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.

განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელს რეგიონში მშვიდობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Aburjga Tasmanieli 22 ვვარაუდობ, ლუკაშენკო ჩავიდა აფხაზეთში იმისათვის, რომ აფხაზები დაიყოლიოს საქართვრლოში ფედერაციის პრინციპით ინტეგრირებაზე! რასაც საპასუხოდ-საფასურად უნდა მოყვეს საქართველოს პოლიტიკური განეიტრალება, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთირთობის აღდგენა და როგორც შედეგი ნატოსთვის ფეხის ამოკვეთა საქართველოდან და ალბათ სამხრეთ კავკასიისაგან! ამას მოყვება შედარებით მეორეხარისხოვანი ტექნიკური საკითხების გადაჭრა როგორიცაა, მაგალითად რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით ერევნისაკენ და შემდეგ ირანისაკენ! რამდენად სწორია ჩემი მოსაზრება ამას მომავალი დაგვანახებს!
რა საფუძველი აქვს ამ ვარაუდს?
ამის საფუძველს მაძლევს უპირველეს ყოვლისა რუსეთის დღევანდელი სავალალო სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა და პერსპექტივის ანალიზი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო არის უჭველად უდიდესი სპეციალისტი და დიპლომატი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე საყოველთაოდ ცნობილია მისი ძალიან მეგობრული, კეთილი დამოკიდებულება საქართველოსადმი, ქართველი ხალხისადმი. . რაც არ უნდა ოპტიმისტური გათვლები გააკეთოს რუსეთის ხელმძღვანელობამ უახლოეს 15-20 წელიწადში და ალბათ შემდეგაც ის ვერ დაალაგებს ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპასთან და ანგლოსაქსებთან! ანუ კოლექტიურ დასავლეთთან. მათი სამომავლო გათვლები მიმართულია ირანისა და სირიისაკენ, პაკისტანისა და ინდოეთისაკენ, ჩინეთისაკენ. ირანთან პარტნიორული ურთიერთობებისათვის მათ სჭირდებათ მისადმი მინიმუმ ლოიალურად განწყობილი საქართველო და სომხეთი. ამ ქვეყნებზე გადის სახმელეთო გზა ირანისაკენ და შემდეგ, სპარსეთის ყურეში გასასვლელით, სადაც არის ინდოეთი, პაკისტანი და არაბული სამყაროს გული კუვეიტი და სხვა საემიროები! თუ საქართველოს გულს მოიგებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციით საქართელოს შემადგენლობაში, მაშინ გზა ხსნილი ექნება. ყოველ შემთხვევაში მე რომ ვიყო რუსეთის ხელმძღვანელობის მრჩეველი ასეთ რჩევას მივცემდი! ჩვენ ხელისუფლებას კი ვურჩევდი გავაგზავნოთ არაოფიციალური რწმუნებულ-მომლაპარაკებელი ბატონ ლუკაშენკოსთან, ჩემს მიერ ზემოდ განხილულ და ასევე სხვა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით! ჩვენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს დონის არც ისე ბევრი მგობარი გვყავს, ამიტომ ხელაღებით მის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადებას უნდა გვერჩიოს მშვიდად, წყნარად გავარკვიოთ ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტის ნამდვილი მიზანი! ეს იქნება ბრძნული გადაწყვეტილება!
2 წლის უკან