მიხეილ ყველაშვილი: ყოველ ჯერზე, ჩვენი თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდებით ბევრი რამ გამართლდა

მიხეილ ყველაშვილი: ყოველ ჯერზე, ჩვენი თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდებით ბევრი რამ გამართლდა

ყოველ ჯერზე, ჩვენგან ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების შემდეგ, ბევრი რამ გამართლდა - პროცესი, რომელიც მეორე ფრონტს უკავშირდება, სხვადასხვა აქტორითა და ინფორმაციით, სულ უფრო მისახვედრი გახდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა ზეწოლა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რა შეთავაზებები არსებობდა ომის დაწყების პერიოდში, ახლა მჟღავნდება.

„ანალოგიური იყო გიორგი ვაშაძის გუშინდელი, თითქოს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს შესთავაზეს მრავალმილიარდიანი პროექტი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. დღეს საუბრობს ეს ბატონი (გიორგი ვაშაძე) ამ საკითხებზე და რომ როგორ აზარალა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო და როგორ არ მიიღო მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელება საქართველოსთვის. წერილში ჩვენ აღვწერეთ, რატომ არის ეს სახიფათო.

სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს საფრთხე ყოველთვის არის. გამახსენეთ, რაიმე ჭორზე ან მონაყოლზე გვქონდა აგებული რომელიმე ჩვენი წერილის თანმიმდევრულობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.