რამაზ საყვარელიძე: კეზერაშვილი აფინანსებს ადამიანს, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს და ახლა იბრძვის, რომ საქართველომ რუსებს შემოშვებაზე უარი უთხრას

რამაზ საყვარელიძე: კეზერაშვილი აფინანსებს ადამიანს, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს და ახლა იბრძვის, რომ საქართველომ რუსებს შემოშვებაზე უარი უთხრას

კეზერაშვილი აფინანსებს ადამიანს, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს და ახლა იბრძვის, რომ საქართველომ რუსებს შემოშვებაზე უარი უთხრას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ახლა გახსნილი საზღვრით შენ უკრაინას ეხმარები, თან ისე, რომ შენი სისხლი არ იღვრება. რუსეთს სჭირდება ის, რომ შენ ჩაკეტო [საზღვარი]“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რიგი არ წყდება. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთიდან 79 000 ადამიანი შემოვიდა, თუმცა მათმა უმრავლესობამ საქართველო უკვე დატოვა.