ჰითროუს აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ჰითროუს აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ერთმანეთს 2 თვითმფრინავი მსუბუქად შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომხდარს აეროპორტის ადმინისტრაციაც ადასტურებს. ინციდენტი ისლანდიისა და კორეის ავიახაზების ხომალდებს შორის მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.