ამბულატორიული მომსახურება
ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე ექიმ-სპეციალისტების მომსახურება ოჯახის ან უბნის ექიმის დანიშნულებით - 70%-ით, კერძოდ:
ენდოკრინოლოგი
ოფთალმოლოგი
კარდიოლოგი
ნევროლოგი
გინეკოლოგი
ოტორინოლარინგოლოგი
უროლოგი
ექიმის დანიშნულებით გამოკვლევები ანაზღაურდება სრულად:
სისხლის საერთო ანალიზი
შარდის საერთო ანალიზი
გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
კრეატინინი
ქოლესტერინი სისხლში
შრატში ლიპიდების განსაზღვრა
განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
პროთრომბინის დრო (INR)
ეკგ
ანაზღაურდება 70%-ით:
ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი: TSH
მუცლის ღრუს ექოსკოპია
გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა.
ყველა სახის სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ანაზღაურდება სრულად
სტაციონარული მომსახურება
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება (ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15,000 ლარი)
ანაზღაურდება სრულად:
ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;
450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, როდესაც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე რამოდენიმე საათში მოსალოდნელია პაციენტის სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.
ანაზღაურდება 70%-ით:
ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარების მართვა
გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი) და მათთან დაკავშირებული ყველა გამოკვლევები - წლიური ლიმიტი 15,000 ლარი, ანაზღაურდება 70%-ით, ხოლო სრულად ანაზღაურდება 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები.
ონკოლოგია სრულწლოვნები 80%-ით, სრულად 18 წლამდე ბავშვებისათვის:
ქიმიოთერაპია
ჰორმონოთერაპია
სხივური თერაპია
წლიური ლიმიტი 12 000 ლარი
მშობიარობა
ფიზიოლოგიური მშობიარობა - ლიმიტი 500 ლარი
საკეისრო კვეთა - ლიმიტი 800 ლარი.
ანაზღაურდება სრულად
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება:
შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები;
თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;
სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;
თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;
ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა), ასევე დეფიბრილატორით ან გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის და წამლით დაფარული სტენტის ხარჯები;
პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT);
თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), რქოვანის გადანერგვა.
მომსახურების მისაღებად:
გეგმური ამბულატორიული მომსახურებისთვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში, ამასთან რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ.
გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას.
გეგმიური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მისაღებად მოსარგებლემ უნდა მიმართოს სსიპ სოცილური მომსახურების სააგენტოს მატერიალიზებული ვაუჩერის/საგარანტიო წერილის მისაღებად.