ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ექიმებთან და დიეტოლოგებთან ხშირი კონსულტაციებითაა დაკავებული ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი.
44 წლის ქალბატონ ჯენიფერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს. საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ ბოტუქსის საშუალებით გაახალგაზრდავებას.
ენისტონმა ეს კოსმეტიკური პროცედურა ერთხელ უკვე გაიარა და დასტაქრებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მას მეორედ აღარ მიმართავს.
თურმე, ჯენიფერს არ მოსწონს, როდესაც ბოტუქსის ინექციის დროს სახის კუნთები თითქმის ქვავდება და მასზე არანაირი ემოცია აღარ აისახება.
მსახიობი ყველა იმ ქალს, ვისაც სურს რომ კარგად გამოიყურებოდეს ორმოცი წლის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ურჩევს, რომ ყურადღება მიაქციონ სწორად შერჩეულ კვებას.
ენისტონის გადაწყვეტილებით, მომავალში ძირითადად ბოსტნეულისა და სხვა ჯანსაღი საკვების მიღებას აპირებს. მსახიობს იმედი აქვს, რომ სწორად შერჩეული მენიუს დახმარებით, საკუთარ ახალგაზრდულ იერსა და ჯანმრთელობას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.