საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ფილიპიში არქეოლოგებმა ახალგაზრდა ჰერაკლეს უზარმაზარი ქანდაკება იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Arkeonews-ი წერს.
ქანდაკება ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება და საკმაოდ კარგად არის შენახული.
მეცნიერების ვარაუდით, ახალგაზრდა ჰერაკლეს ქანდაკება ჩვ. წ. VIII-IX საუკუნეებში შადრევანს ამშვენებდა. მათივე თქმით, აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბიზანტიის იმპერიაში წინაქრისტიანული ხანის ქანდაკებები საზოგადოებრივი სივრცეების მოსართავად გამოიყენებოდა.