რეპერი კანიე ვესტი ისეთივე ცნობილია თავისი განცხადებებით, როგორც — შემოქმედებით. ბოლოდროინდელ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ წიგნი არასოდეს წაუკითხავს და კითხვა ბრიუსელის კომბოსტოს ჭამას შეადარა. ასევე, დაამატა, რომ ამას ადამიანებთან საინტერესო საუბრები ურჩევნია.
"ლაპარაკი ჩემთვის ჯორჯო ბალდის სიმინდის რავიოლივითაა."
როგორც გაირკვა, რავიოლი, რომელიც ვესტს აშკარად ბრიუსელის კომბოსტოზე მეტად მოსწონს, ცნობილი კერძია სანტა მონიკას რესტორან ჯორჯო ბალდიში, რომელსაც რეპერი ადრე ყოფილ ცოლთან, კიმ კარდაშიანთან, ერთად სტუმრობდა.
ვესტმა ასევე აღნიშნა, რომ გრძელი შეტყობინებების მხოლოდ პირველ და ბოლო წინადადებებს კითხულობს და აღშფოთებაც გამოხატა, რომ თურმე აუცილებელია, გამართული ინგლისურით ისაუბროს იმისთვის, რომ პატივი სცენ.
"იდეა, რომ აუცილებლად სწორი ინგლისურით უნდა ისაუბრო, თორემ პატივს არ სცემ იმას, რასაც ვამბობ, თუმცა იცი, რასაც ვგულისხმობ."
ინტერვიუს წყალობით ასევე გაირკვა, რომ როცა ადამიანები ვესტს გრამატიკას უსწორებენ, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მანქანის მართვის დროს გააჩერეს და ალკოჰოლის ტესტი გააკეთებინეს.